მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილის ანტიჰუმანური მმართველობა უამრავმა ადამიანმა უმძიმესი ტრაგედიების ფასად იწვნია, ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია

Read Time:45 Second

უამრავმა ადამიანმა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობა უმძიმესი ტრაგედიების ფასად იწვნია და ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი დასაჯილდოებელია არა ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, არამედ შეიძლებოდა, მისთვის ანტიგმირის წოდება მიენიჭებინათ.

„სააკაშვილმა არა თუ თავი არ გამოიჩინა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში წვლილის შეტანით, არამედ ამის სრულად საპირისპიროს კეთებაში მართლაც ძალიან „დიდი წვლილი“ აქვს. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე მისი დაჯილდოება ცინიკურად და ცუდად გამოიყურება. დიდი იმედი მაქვს, ეს არის შეცდომით და რაღაც ემპათიით გამოწვეული გადაწყვეტილება, რასაც შეიძლება, ადგილი ჰქონდა საკითხში გაუთვითცნობიერებლობის გამო. სააკაშვილი დასაჯილდოებელია არა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, არამედ საქმის კეთებაში რომ ყოფილიყო ანტიგმირის წოდება, ამის მინიჭება შეიძლებოდა. ვინც ეს პრიზი გასცა, მათ მიმართ კითხვა უნდა დაისვას – „იმედში“ შევარდნის შემოქმედი, გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე მსჯავრდადებული პირი, 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემოქმედი შეიძლება თუ არა ასეთი პრიზით ჯილდოვდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე მოლაშვილი: სააკაშვილი დღეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში რომ იმყოფება, ხალხმა უნდა მოითხოვოს, რომ დააბრუნონ ციხეში
Next post მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა – რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას