მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ყოველ ჯერზე გაურბის ფაქტებით საუბარს

Read Time:37 Second

ოპოზიცია ყოველ ჯერზე გაურბის ფაქტებით საუბარს. შარშანაც იგივე მოხდა, 31 ოქტომბრის შემდეგ და იქამდეც შეიმჩნეოდა, რომ წინასწარ ჰქონდათ განწყობა, დაიწყო გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. როგორც ჩანს ამ ხერხს უნდა მიმართონ ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თუკი საზოგადოების რაღაც ნაწილი შარშან მოტყუვდა ამ ფანდით, წელს იგივე რისკი ნაკლებად არსებობს იმიტომ, რომ განვლილი პერიოდის მოვლენებმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ყოველ კონკრეტულ მომენტში ოპოზიციონერები გაურბოდნენ იმაზე საუბარს, თუ კონკრეტულად რა ფაქტით ასაბუთებდნენ არჩევნების გაყალბებას. აღმოჩნდა რომ ვერაფრით და პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გადავდგით ნაბიჯები. მხარემ, რომელსაც რეალურად არც მოეთხოვებოდა, დეკემბერში ამუშავდა საგამოძიებო კომისია, ყველა ფაქტი სკრუპულოზურად იქნა შესწავლილი, შეფასებული და სწორედ ამაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი იყო მტკნარი ტყუილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არა მხოლოდ სვანეთში, მთელს საქართველოში, ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ვერ გაიმარჯვებენ და ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში
Next post დავით შერაზადიშვილი ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა