მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციას თუ ექნება ულტიმატუმი, რომ თავიანთი რჩეულის გარდა, სახალხო დამცველის სხვა კანდიდატურას არც განიხილავენ, ნიშნავს, რომ ისინი მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ

Read Time:45 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიმართოს.

სარჯველაძის თქმით, იმედი აქვს, საერთო გადაწყვეტილების მიღება მოხერხდება.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ არ ისაუბროს ულტიმატუმით, რომ თავიანთი რჩეულის გარდა, სხვა კანდიდატურას არ განიხილავენ.

„სახალხო დამცველის საკითხზე შესაძლოა, ერთიანი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართოს, შესაძლოა, დღესაც გაიმართოს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების რესურსს, მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რომ რეალურად ეს მოხერხდება. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევანი მრავალფეროვანია, ოპოზიციის ყველა წევრის მხრიდან, ვინც კონსულტაციებშია ჩართული, მცირედი კონსტრუქციულობა თუ იქნება, რეალურად ეს გადაწყვეტილება მიღწევადია. კონსტრუქციულობაში კი ვგულისხმობ ერთადერთს, რომ ულტიმატუმით არ იყოს წარმოდგენილი ოპოზიციის დიდი ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ ექნებათ ულტიმატუმი, რომ ისინი თავიანთი რჩეულის გარდა, სხვა კანდიდატურას არც განიხილავენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შეხვედრას ესწრებიან თუ – არა. თუ იქნება დამოკიდებულება, რომ ყველანი მზად ვართ, იდეალური თუ არა, მეტ-ნაკლებად მისაღებ კანდიდატზე მაინც შევთანხმდეთ, ეს საუკეთესო კანდიდატის არჩევის შესაძლებლობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: ნუ დაიწყებთ ეხლა ჭკუის სწავლებას და ბავშვების უფლებებზე ლექციებს – დადექით რუსთაველზე ცოტა ხანს და ნახავთ რეებს სჩადიან გათავხედებული ბავშვები
Next post ანა წითლიძე: უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი – მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს