მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“-წააგეს არჩევნები და რას აანონსებენ, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ

Read Time:50 Second

„ჩანაფიქრში წააგეს არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და აანონსებენ რას, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნების გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

სარჯველაძემ არასერიოზული უწოდა ნაცმოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გაზაფხულისთვის ხელისუფლების შეცვლისა და კოალიციური მთავრობით ჩანაცვლების შესახებ. „გახსოვთ ალბათ რიტორიკა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში შემოდიოდა, ამბობდნენ, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაფრის ინდიკატორი, ძალიან მაღლა ასწიეს ამ არჩევნების მნიშვნელობის თამასა, ახლა როდესაც დამარცხდნენ, ამბობენ, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონია და შემდგომი ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი. წააგეს არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და აანონსებენ რას, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნების გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს. არ ვიცი, რას აანონსებენ და საზოგადოების მხრიდან რომელ მხარდაჭერაზე საუბრობენ, როდესაც სამართლიანად, მშვიდ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი არის ისეთი, როგორიც არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, ცესკომ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარი პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მოიპოვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ კი – 69%.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არის გაზაფხულზე „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიცოცხლის გამწარება, საქმეს მივიყვანთ ბოლომდე მაგარ, ვაჟკაც, ჯიგარ და მართლა ქართველებთან ერთად
Next post მიხეილ სარჯველაძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას