მიხეილ სარჯველაძე მოსამართლეობის კანდიდიატების მოსმენაზე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი პროცესის შეჩერება

Read Time:33 Second

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი რეფორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო მიშელის დოკუმენტით, რომელიც რელევანტური შეიძლება ყოფილიყო, ის რეფორმა უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას კანონის სრულყოფის მიმართულებით.

„სხვა რა რეფორმაც არ უნდა განხორციელდეს, ამ პროცესთან მიმართებაში ეს გავლენის მომხდენი ვერ იქნება და რატომ არის მაინც და მაინც აუცილებელი შეჩერება, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, სრულიად სხვა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას ასეთი მოთხოვნის დაყენებისა. მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის მათი სურვილის არსებობა, რომ გავლენა იქონიონ ცალკეული მოსამართლეების შერჩევის პროცესზე, რაც გართულდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ექნებათ უფლება, ასეთი გადაწყვეტილების მიღების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: აშკარაა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად
Next post ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველთა ვაკანტურ თანამდებობებზე დოკუმენტაციის წარდგენა 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება