მიხეილ სარჯველაძე კერძო საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედ კერძო საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე არასრულწლოვან მოწმეთა მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირების აუცილებლობაზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ექსპერტის სპეციალიზაციის მნიშვნელობაზე .

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად მუშაობს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვა წარმოადგენს.

შეხვედრის მონაწილეები, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მოსაზრებების შემდგომ გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი
Next post ადვოკატების განცხადებით, ზურაბ ზვიადაური უდანაშაულოა და აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა