მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას

Read Time:33 Second

მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.

„მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს. არსებობს შესაძლებლობა, მხარეები დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს საერთო ხედვის წერტილები, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი აქციებზე: ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება
Next post ეროვნულ გამოცდებზე, რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება