მიხეილ სარჯველაძე – ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას

Read Time:28 Second

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის განმარტებას და გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე დარჩება, რა თქმა უნდა, იმ გუნდის წევრად, რომელიც რეალურად გააგრძელებს ამავე მიმართულებებით საქმიანობასა და მუშაობას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, სარჯველაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ეს ახალი ამბავია ჩემთვის, არ იყო ნამდვილად მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ ვფლობ ინფორმაციას, რომ შემცვლელზე ან ახალ კანდიდატურაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანე ჩხაიძე – ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია
Next post ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილის რეფორმების ცენტრი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და უცნობია, საიდან იღებს ის ხელფასს