მიხეილ სარჯველაძე: ბევრი ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდა შეცდომის მსხვერპლი, ეს იყო არასწორი კომუნიკაციის რეზულტატი

Read Time:33 Second

ბევრი ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდა შეცდომის მსხვერპლი, ეს იყო არასწორი კომუნიკაციის რეზულტატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენც ვთქვათ, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია დავაკელით და ფაქტია, რომ ვერ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა კანონპროექტის განზრახვის შესახებ, რა შედეგები მოჰყვებოდა და ბოლომდე ისე იარა ამ კანონპროექტმა, რომ საზოგადოებაში ერთ-ერთი მოარული მანკიერი მითი არსებობდა, რომ თითქოსდა შშმ პირებზე გავრცელდებოდა და ა.შ. მოუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ვინ როგორ წარმოადგინა საკითხთან დაკავშირებით პოზიცია, მგონი საზოგადოებას ამაზეც მკაფიო წარმოდგენა ჩამოუყალიბდა. გადასარევად იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც დისკუსიას ეღობებოდა წინ, რომ მათ შორის ევროკავშირი აპირებს ამ ინიციატივის წამოწყებას, მაგრამ არა, საქართველოსთვის ეს არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ჩემს შეურაცხყოფას ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მაგრამ ჩემი შვილისას – არავის! შეცდით? გამობრძანდით და ბოდიში მოიხადეთ, ან დაგვიმტკიცეთ, რომ ეს რუსული კანონია!
Next post დავით კაჭარავა: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!