მიხეილ სააკაშვლი: ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა

Read Time:45 Second

ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო. – ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა.

ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო.

ახლა, წამებისა და არააამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა, მათ შორის, სახალხო დამცველის კომისიამ უტყუარად დაადგინა PTSD-ს დაავადება, რაც წამების პირდაპირი შედეგია.

ამათ გაუშვეს კადრები, სადაც ცემა-ტყეპა და მიწაზე თრევა უკვე დასრულებული ჰქონდათ და აღარ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, მაგრამ ეს შედარებით “მსუბუქი” კადრებიც ღიად ადასტურებს დანაშაულს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას
Next post იაგო ხვიჩია – მე ვთქვი, რა პირობებითაც დავუჭერ მხარს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან სიტყვას ვენდობით