მიხეილ სააკაშვილი – 7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია, გადავდექი – ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა

Read Time:39 Second

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი – ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ვრცელდება.

სააკაშვილი კითხვას სვამს, აუხსნან, “რას ედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება”.

“7 ნოემბრის საქმეზე” მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას – გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ “პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე”.

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.

ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?”, – წერს სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელკეტი და სხვა იარაღები გააჩნდა, ახლა გააჩნიათ დესტრუქციის რეჟიმი
Next post წითლიძე: ოცნება უკან დაიხევს – აუცილებელია ბევრი ხალხი ქუჩაში