მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ამ მთავრობას თუ არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში

Read Time:42 Second

თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას თუ არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქათველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა.

„თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ, ყველანი არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში. საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დაამთავრეთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს
Next post მამუკა მდინარაძე – ერთ-ერთი არასამთავრობო მოგვიწოდებს, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, ვპირდები, უფრო მეტი სარჩელი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურად კადრულობენ