მიხეილ სააკაშვილი: ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში განიხილეს – ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და უკრაინისთვის კეთდება

Read Time:33 Second

ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის – პოლონეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, ჩემი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. იგივე გააკეთა მის საჯარო გამოსვლაში უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრი კულებამ.
ამის გარდა, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის. დიდი მადლობა ყველას, ისევე როგორც მადლიერი ვარ სოფო ჯაფარიძისა და სხვა ორგანიზატორების აქტიურობის ხელმოწერების შეგროვების საქმეში და მადლობელი ვარ თითოეული ქართველის, ვინც ხელს აწერს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლეგენდარულ ფალავან ლევან თედიაშვილს 20 თებერვალს საგარეჯოში დაკრძალავენ
Next post სოზარ სუბარი: სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, დამსახურებულად იხდის სასჯელს – რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი