მიხეილ სააკაშვილი-რუსების შემოსევა უნდა შევაჩეროთ, დიდია ალბათობა ქართული ბანკების დასანქცირების, ქართველთა დანაზოგების გაქრობისა და საკრედიტო ბარათების დაბლოკვის

Read Time:1 Minute, 6 Second

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, საჭიროა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რათა ქვეყნის სრული იზოლაცია თავიდან ავიცილოთ.

„სრულად ვუჭერ მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას, რომელიც წამოვიდა საზოგადოებისგან. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია. თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად, ამ მოთხოვნაზე უნდა დავითანხმოთ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილი მაინც.

ჩვენ მარტო მაშინ შევდგებით საბოლოოდ ერად, თუ „სილქნეტის“ მეხსიერება არ გვექნება. ჰოდა, გადაახვიეთ ცოტა უფრო უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების მიმტაცებლების განცხადებებია და გაიხსენეთ, შემთხვევით იმ ქვეყნის მოქალაქეები ხომ არ შემოგვყავს უთვალავი რაოდენობით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის ქუჩებში გვდევნიდნენ, როგორც „лицо кавказскои национальнасти“, რომლითაც 2008-ში პირუტყვის გადასაყვანი თვითმფრინავებით გამოყარა მრავალი ათასი ქართველი და მათი ოჯახები. თუ ყველაფერი გავატარეთ და დავივიწყეთ – ელარჯი და მისი ჯანი.

ზუსტად ასევე, რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ბელარუსის გავლით ოჯახებით ჩავიდნენ. ფოტოებსაც იღებდნენ. ხალხს უღიმოდნენ, ბორშს მიირთმევდნენ, მერე როცა ბრძანება მიიღეს, სამალავიდან იარაღი ამოიღეს და იმ ხალხს დაუშინეს, ვისაც გუშინ უღიმოდნენ. ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია.გარდა ამისა, არის კონკრეტული ზარალი. რუსების შემოსევაზე რამდენიმე ხელისუფლების დეველოპერი მოითბობს ხელს, მაგრამ დანარჩენი ქართველებისთვის ბინის ფასები მიუწვდომელი გახდება. დიდია ალბათობა ქართული ბანკების დასანქცირების, ქართველთა დანაზოგების გაქრობისა და საკრედიტო ბარათების დაბლოკვისაც. რუსეთში პროდუქტების გაგზავნაც შიდა ბაზარზე მათი ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი – უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ, ევროკავშირის სოლიდარობა ურყევია
Next post „არის მცირე პოზიტიური წინსვლა“ – რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა