მიხეილ სააკაშვილი ორ ნიკაზე: დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს

Read Time:35 Second

დიდი ბიჭები [ნიკა გვარამია, ნიკა მელია] არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, როგორ აისახება ახალი პარტიის შექმნა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე, სააკაშვილი პასუხობს:

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული
Next post ანა დოლიძე „ოცნებაზე“: მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხალხი დაგვაჯდა თავზე არსაიდან