მიხეილ სააკაშვილი: “მე გთავაზობთ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში”

Read Time:3 Minute, 32 Second

დრო მოვიდა! ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს –  ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მივმართავ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის
ბოლო თვეებს ითვლის.

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ
გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში.

როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ჩვენი ვალი აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა მილიონი ტანჯვით განადგურებული ჩერქეზისთვის და
აგრეთვე ჩვენ დავდგით ამ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.
ჩვენ გავხსენით უვიზო შემოსვლა, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისათვის, შევქმენით საგანმანათლებლო პროგრამები. გავხსენით სატელევიზიო არხი Первый Кавказский (ПИК), რათა მოგვეცა თქვენთვის თავისუფალი სატელევიზიო პლატფორმა.

მეომარმა უკრაინამ საკუთარი პარლამენტის მეშვეობით აღიარა იჩქერიის რესპუბლიკა. დადგა დრო ყველას გააქტიურებისთვის.  ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე.
აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგომის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და რა თქმა უნდა უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების
თავისუფლებისათვის.

ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები.
მე გთავაზობთ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს ამ წამოწყებაში.
გწერთ, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, რომელიც საქართველოს დღევანდელმა პრორუსულმა ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა შეთითხნილი ბრალდებებით და ამყოფებს ტყვეობაში მოსკოვიდან პირდაპირი მითითების შესაბამისად.

როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პერსპექტივები, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ამავდროულად, აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელს ევროპაზე გასასვლელად.
ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს და ჩვენ ყველა უნდა შევიდეთ თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობის და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის.

ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ რაც უფრო ერთად შეკრულები და კოორდინირებულები ვიქნებით, მით ნაკლებად შეძლებენ ჩვენი მტრები მათი თამაშის წესების თავზე მოხვევას.
მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული,
კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე
მიხეილ სააკაშვილი
Пришло время
Мое обращение к народам Северного Кавказа
Я обращаюсь ко всем свободолюбивым народам и гражданам Российской империи, которая порабощала Кавказ в течение столетий, уничтожила целые народы и продолжает заниматься геноцидом и русификацией кавказцев, (и которая) переживает последние месяцы своего существования.
Сейчас, как никогда, нам нужно оживить и возродить дух Имама Шамиля, Байсангура, Джохара Дудаева, миллионов героев сопротивления, для которых Свобода была высшей ценностью, ведь именно этот генетический код Россия и пыталась всегда в нас подавлять.
Когда я был президентом Грузии, парламент Грузии признал геноцид черкесов как дань справедливости миллиону замученных черкесов и поставил памятник жертвам (этого) геноцида. Мы открыли безвизовый режим в первую очередь для жителей Северного Кавказа, создали для них образовательные программы. Запустили телевизионный канал Первый Кавказский (ПИК), чтобы предоставить им свободную телевизионную платформу. Борющаяся Украина через свой парламент признала Республику Ичкерия.
Настало время всем активизироваться.
Недавние события показали крайнюю слабость режима в Москве.
Возрождайте старые и создавайте новые ячейки сопротивления, активизируйте ваши связи с диаспорой и через нее и, конечно, через Украину, давайте вместе готовить демократический мир к независимости северокавказских народов. Мы должны наводить мосты друг с другом, чтобы сделать процесс распада (России) максимально ненасильственным и в будущем избегать конфликтов.
Я предлагаю создать постоянный секретариат организации Свободного Кавказа в Киеве. Уверен, власти Украины поддержат.
Пишу вам как бывший президент Грузии и гордый гражданин Украины, которого теперешняя про кремлевская власть Грузии взялла в заложники по сфабрикованным обвинениям и держит в плену по прямому указанию из Москвы.
Как только падет режим Путина, власть в Грузии сразу поменяется и на Южном Кавказе появятся перспективы примирения Азербайджана и Армении, поэтому мы очень скоро получим совершенно иной, объединенный Южный Кавказ и одновременно (с этим) надо искать пути объединения всего Кавказа с выходом на победившую Украину и всю Европу.
Период грабежа, насилия, несправедливости приближается к концу, и мы все должны войти в эпоху свободы, мира, справедливости, возможностей для нас и наших детей.
Без борьбы это не получится, но чем более сплочённые и скоординированные мы будем, тем меньше удастся нашим врагам навязать их правила игры.
С непоколебимой верой в близкую победу,
сын Кавказа и гордый гражданин Украины
Михаил Саакашвили” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილს
Next post მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს