მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი მასამართლებს მე გადახარჯვაზე – რომლის დროსაც, ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები 3- ჯერ

Read Time:44 Second

აი ეს ხალხი მასამართლებს მე გადახარჯვაზე. მე, რომლის დროსაც, ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები სამჯერ – ა მის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცილაურ ქსელში წერს.

“საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 980 ლარი, მისი მოადგილის კი 6 930 ლარი გახდა. ამასობაში, სოციალური აგენტების ხელფასი 200-300 ლარია.

მთავრობამ გადაწყვეტილება დეკემბერშივე მიიღო და ახალი ავტომობილების შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ასევე, მთავრობის შიდა PR-ზე დაიხარჯა 70 მილიონი ლარი.

ამასობაში, კალაძის ხელმოწერის გამო, ბიუჯეტიდან ოკუპანტი რუსეთისთვის გვიწევს 80 მილიონი დოლარის გადახდა (240 მილიონი ლარი). ამ ფულით იყიდიან ტყვია-წამალს და დაგვიშვებენ ან ჩვენ ან უკრაინას.

4 მილიონ ლარამდე გამოყვეს ავეჯის, გორგოლაჭებიანი სკამების, ტუმბოების შესაძენად.

80 მილიონ ლარზე მეტი დაამტკიცეს საწვავით მომსახურებისთვის, რომ ხალხის ნაყიდ ჯიპებზე კომფორტულად წამოსკუპდნენ და არც საწვავის ფასმა შეაწუხოთ. მათთვის საწვავის ფასი არ იზრდება.

აი ეს ხალხი მასამართლებს მე გადახარჯვაზე. მე, რომლის დროსაც, ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები სამჯერ” – წერს
მიხეილ სააკაშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: სააკაშვილი არის ის წყევლა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ანგრევს ყოველდღიურად
Next post ლევან ბეჟაშვილი-მიხეილ სააკაშვილი მთავარი მეგავარსკვლავია