მიხეილ სააკაშვილი – დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და სელჩუკების სასამართლოს წინაშე, მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ

Read Time:1 Minute, 3 Second

ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი წლები, ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამარფთლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებასთან მას ბევრი აქვს სალაპარაკო, თუმცა ეს არ ეხება უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ბევრი მოთხოვნა იყო, წინა ჩემს გამოსვლაში რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. ვინც სინანულისკენ მომიწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისვე აღიარებული საჯაო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უდნა, დანარჩენ საზოგადობასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე. ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე  დავით აღმაშენებლის საფლავზე, და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის, პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიის ერთმანეთთან შეწონვა აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი.

მაგრამ, დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, ის არ მოყოლილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში  ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 295 პაციენტი
Next post პერუში თოკით გაკოჭილი, 1200 წლის წინანდელი მამაკაცის მუმია აღმოაჩინეს