მიხეილ სააკაშვილი – გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია

Read Time:32 Second

გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, უკრაინელ დეპუტატების აზრით, “ქართული ოცნება ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა”.

“ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელ ‘”ფეისბუქზე” გამოქვეყნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: აქამდე თუ მხოლოდ კვლევების და არჩევნების შედეგებს შორის 10%-იანი სხვაობით ვადასტურებდით, რომ #IPSOS უკრაინის კვლევა სინამდვილეში მანიპულაციაა, ახლა უკვე მტკიცებულებაც არსებობს
Next post ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში გაემგზავრა