მიხეილ სააკაშვილი – გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ მაშინ შს მინისტრი არ გავათავისუფლე

Read Time:33 Second

ჩემი მმართევლობის პერიოდში სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს მის ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო უმოქმედო ინსტიტუტებით.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა, სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია-გლდანში „ნაცმოძრაობის“ შტაბს ვანო მერაბიშვილი ანგრევდა, ეს ადამიანი ჩემთვის ზიანის მომტანია
Next post რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მკაცრად ვგმობ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე საზარელ თავდასხმას, თურქეთი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დგას