მიხეილ სააკაშვილი – ბუბა კიკაბიძე არის კარგი გაგებით პოლიტიკოსი

Read Time:33 Second

ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში,  – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფეისბუქის გვერდზე წერს.

„ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია. ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა“, – წერს სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „რთველი 2020“-ის ფარგლებში 238 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
Next post გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადმელისა და ზნაკვის თემების მოსახლეობას შეხვდა.