მიხეილ სააკაშვილი: აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა?

Read Time:36 Second

სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე, – ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „აღიარების“ ფაქტს.

„დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აღიარებდა. ამით მან მოკლა მისთვის მომგებიანი მინსკის ხელშეკრულება და ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი. აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? ისევ „აწვებით” პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, აღიარება მაინც მოხდებოდა, ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააცნო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმირ ზელენსკი – ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებას და პროვოკაციას არ წამოვეგებით
Next post ალეკო ელისაშვილი: დღეს, თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება – ან იარსებებს თავისუფალი სამყარო, ან 21-ე საუკუნის სახედაბოტოქსებული თემურ ლენგი მიითვისებს ყველაფერს და გადაყლაპავს მთელ ევროპას