მიხეილ დაუშვილი – 30-ზე მეტი კომპანია მზად არის, კორონავირუსითან ბრძოლისთვის რესურსები გამოყოს

Read Time:1 Minute, 12 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, ინფორმაცია კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ერთად მოიყრის თავს და კოორდინირებულად, საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება.  უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სხვადასხვა რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები, კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.

დღეს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ ბიზნესთან დისტანციური პირობებით ორგანიზებულ შეხვედრაზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი რესურსები და ის საჭიროებები განიხილეს, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან.

„ვესაუბრეთ კომპანიებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა, დადგნენ სახელმწიფოსა და მოქალაქეების გვერდით კორონავირუსთან ბრძოლაში. მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე 30-ზე მეტმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი იმ სფეროების მიხედვით, რომელშიც საქმიანობენ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არიან, მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიანი ურთიერთობის მაგალითი. გვჯერა, რომ ყველა ასეთ გამოწვევასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე იდგეს ერთად. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად, გავაკეთებთ ყველა იმ საჭიროების იდენტიფიცირებას, რომელიც დღეს არსებობს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ბიზნესს, რის შედეგადაც, კომპანიებს, გამოყოფილი რესურსების ფარგლებში, შესაძლებლობა ექნებათ, სოლიდარული ინიციატივები ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს მოარგონ. კომპანიები მზად არიან, ჩაერთონ პროცესში დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების მიწოდების კუთხით, ასევე, პროდუქცია მიაწოდონ და გვერდით დაუდგნენ იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც კორონავირუსის წინაშე მოწყვლადი არიან“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენის თქმით, არაერთი ბიზნესი არის მზად, კორონავირუსთან ბრძოლაში ფინანსური რესურსი გამოყოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე ვრჩები სამსახურში შენთვის… შენ დარჩი სახლში ჩვენთვის!
Next post გიორგი გახარიამ ექიმებს მიმართა – მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე სჩადიხართ