მიხეილ ბატიაშვილი: ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი 2020 წელს დაინერგება

Read Time:34 Second

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში ეროვნული გამოცდების სისტემის გადახედვა იგეგმება.

ბატიაშვილის თქმით, არსებული სისტემა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეფასდება და სისტემის ახალი მოდელი 2020 წლისთვის დაინერგება.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში, რომელიც იყალთოს აკადემიის ეზოში წარადგინა, ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალი მოდელი დაინერგება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და კომპონენტებს – სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა ხუთი მიმართულებით განხორციელდება. ეს მიმართულებებია:

სკოლამდელი განათლება;

  • ზოგადი განათლება;
  • უმაღლესი განათლება;
  • პროფესიული განათლება;
  • მეცნიერება და ინოვაციები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემია საბას რჩეული 16 რომანი
Next post 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს