მიშა ფეიქრიშვილი- მადლობა ყველა ექიმს, მთელ პლანეტაზე მადლიერება ყველაზე დიდი ჟესტია, რაც ჩვენ გამოვიგონეთ – ადამიანებმა

Read Time:38 Second

,,ვშფოთავთ, თანავუგრძნობთ, სოლიდარულები ვართ იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებლობით თუ უპასუხისმგებლობით შეხვდა ვირუსს.

გვანერვიულებს, პირველ რიგში ახლობლები და შემდეგ საკუთარი თავი.
ვღლიცინებთ და ამით, ალბათ, ქვეცნობიერად ვამხნევებთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ სტატისტიკა თვითოელ ჩვენგანზე გადის.

ალბათ, რაღაც სხვა ეპოქა იწყება, როცა ვიტყვით, როგორი იყო მსოფლიო კორონა ვირუსამდე და მას შემდეგ. ჩაკეტილ ქალაქებზე, ახალ მსოფლიო წესრიგსა და ეკონომიკურ კრიზისზე, რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანები ცხოვრების წესს ვიცვლით. თუ დააკვირდებით, უკვე ეჭვის თვალით ვუყურებთ კიდეც ერთმანეთს.

ამ დროს, რიგითი ექიმი ვიღაცაზე და ვიღაცეებზე, ჩვენზე მეტაც ზრუნავს. ჩვენზე მეტად აღიქვამს, როგორია , COVID-19 რომელიმე ჩვენგანის თვალებში.

მადლიერება ყველაზე დიდი ჟესტია, რაც ჩვენ გამოვიგონეთ – ადამიანებმა.

ამიტომ, მადლობა ყველა ექიმს, მთელ პლანეტაზე და განსაკუთრებით, აქ…
ჩვენი მეზობელი, ნათესავი, ახლობელი ან ნაცობ-უცნობი ქვია.

#მადლობა”- წერს
პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი

მიშა ფეიქრიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Next post მსოფლიო დონის სამი პროფესიონალი ექიმი!