ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026

მითები ფეხმძიმობაზე

დაორსულება შეუძლებელია პირველი სექსუალური აქტის დროს
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, დაფეხმძიმება ნებისმიერი სექსუალური აქტის დროსაა შესაძლებელი.

ასე რომ პირველი სექსუალური აქტი სულაც არ არის გამონაკლისი.
და შესაძლებელია თუ სექსუალურ აქტს ფეხზე მდგომი ანხორციელებთ
სექსუალური აქტის დროს პოზას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

დაფეხმძიმების რისკი არსებობს ყოველთვის, თუ გამოყენებული არ იქნა ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები.
დაორსულება შეუძლებელია თუ იყენებთ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს
სხვისი ჩასახვისაწინააღმდეგო აბების მიღება არ არის იმის გარანტია, რომ არ დაფეხმძიმდებით.

ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სხვა ადამიანისთვის დანიშნული მედიკამენტების გამოყენება.
არ შეიძლება მენსტრუაციული ციკლის დროს დაორსულება
არანაირად არ არის გამორიცხული, რომ ქალი შეიძლება დაფეხმძიმდეს თვის ნებისმიერ დღეს.

თუმცა მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში დაფეხმძიმების შანსი ნაკლებია.
დაორსულება შეუძლებელია, თუ მამაკაცი ეკულაციამდე შეწყვეტს სექსუალურ აქტს
თესლის დანთხევა (თვითნთხევა) შეიძლება მოხდეს ეკულაციის დასრულებამდე, ასე რომ, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, ყოველთვის არსებობს დაფეხმძიმების რისკი.

ეს შეიძლება მიოხდეს მაშინაც კი, როცა პარტნიორი ახერხებს სექსუალური კონტაქტის შეწყვეტას ეკულაციამდე.

ასე, რომ ნუ გექნებათ ეკულაციამდე შეწყვეტილი სექსუალური აქტის იმედი და თავი დაიცავით ჩვეულებრივად, ისე, როგორც ეს მიღებულია.

იხილეთ:
დაორსულება შეუძლებელია თუ გაიკეთებთ ერთდროულად ორ პრეზერვატივს

არ შეიძლება ერთდროულად ორი პრეზერვატივის გაკეთება, რადგან ერთთმანეთზე ხახუნის შედეგად შეიძლება ორივე გაიხეს.

ორი პრეზერვატივის ერთდროულად გამოყენება არ ნიშნავს ფეხმძიმობისგან ორმაგ თავდაცვას, პირიქით, ამ დროს იზრდება პრეზერვატივის დაზიანების, შესაბამისად კი დაფეხმძიმების რისკი.

მენსტრუაციის ციკლის შეკავება -ორსულობის უტყუარი სიმპტომია
სტრესი, მღელვარება და სხვა მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქალის მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზი.

ასე, რომ ციკლის დარღვევა (გადაცილება) სულაც არ ნიშნავს ფეხმძიმობას. ასეთ დროს ყველაზე სწორი გზა ფეხმძიმობის ტესტის ჩატარებაა.
აბორტის შემდეგ შემდგომი ორსულობის შანსი ნაკლებია
არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ წარმატებულად ჩატარებულმა აბორტმა შეიძლება შეამციროს შემდგომი ფეხმძიმობის შანსი.

პირიქით, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გართულებები, ისეთი, როგორიცაა: – სისხლდენა, ინფექცია, ორგანოების დაზიანება, რაც შემდგომი შობადობის დროს პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუმცა ასეთი რისკის შანსი ნაკლებია, მითუმეტეს თუ აბორტი კეთდება ფეხმძიმობის ადრეულ პერიოდში.
შეუძლებელია დაორსულება მშობიარობის (ბავშვის დაბადების შემდეგ), სანამ არ განახლდება მენსტრუაციული ციკლი
ქალი, რომელმაც სულ ახლახან იმშობიარა, თავისუფლად შეიძლება დაფეხმძიმდეს მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ აქვს განახლებული მენსტრუაციული ციკლი და ბავშვს ძუძუთი კვებავს.

ასე რომ თუ თავიდან გინდათ აიცილოთ ამ პერიოდში დაფეხმძიმება, უნდა მიმართოთ დაცვის ისეთ საშუალებებს, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში იყენებდით
მენოპაუზის პერიოდის მოახლოებასთან ერთად მცირდება შობადობის შესაძლებლობა
ქალები, რომელთაც უახლოვდებათ მენოპაუზის პერიოდი, თავისუფლად შეიძლება დაფეხმძიმდნენ, მაშინაც კი, თუ მათი მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული, ან იშვიათი გახდა.

ასე, რომ არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია გამოყენებული იქნას აუცილებელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ბოლო ციკლის საბოლოო დასრულებამდე.

ამ გზით თავიდან აიცილებთ ყოველგვარ შემთხვევითობას და აბსოლიტურად იქნებით დაზღვეული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო

უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ვიქტორ ორბანმა განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც მისმა პარტია „ფიდესმა“ გამოაცხადა, რომ პროკურორებმა პარტიის ოფისებში, სადაც ინტერნეტ სერვერებია განთავსებული, ჩხრეკა ჩაატარეს.პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ეროვნული კულტურის ფონდში „თანხების მითვისებასა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას შეეხება.ორბანის თქმით, „უნგრეთი დემოკრატიულ სახელმწიფოს აღარ წარმოადგენს“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მთავრობამ საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომლითაც პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეაჩერა.„მსგავსი მეთოდებით შექმნილი პოლიტიკური სისტემა არალეგიტიმურია. „ფიდესი“ ყველა მშვიდობიან საშუალებას მიმართავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, - განაცხადა ორბანმა.

Ambebi.ge-ს მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

Ambebi.ge-ს მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ნათია დოლიძეს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ: „არასოდეს თქვა არასოდეს“… მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა.დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს, მინდა, ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს – ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც – თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად, კი მიხვდებით.ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ, ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე შემიძლია, დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია.აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:საქართველოს ბანკი: GE50BG0000000605653748თიბისი ბანკი: GE51TB7139845063600037მიმღები მე – ნათია დოლიძეყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!“ – წერს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში.

მარიამ მუშკუდიანი კარიერას შარლოტში განაგრძობს

საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრი მარიამ მუშკუდიანი ამერიკაში ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველმა კონტრაქტი „შარლოტთან“ გააფორმა. გასულ სეზონში იგი „მაიამის უნივერსიტეტის“ ღირსებას იცავდა, სადაც ფრანგული „ელზასიდან“ გადავიდა.შეგახსენებთ, რომ მარიამი სპორტული ოჯახიდანაა. მამამისი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით მუშკუდიანია.

ირაკლი კობახიძე – სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს

ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში, ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე“, – წერს კობახიძე.Honored to meet with Prime Minister @LawrenceWongST during my first State Visit to the Republic of Singapore . Our discussions focused on the growing partnership between our two countries, with particular emphasis on the untapped potential for investment and innovation, and… pic.twitter.com/gPU8DRB6Ib — Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 22, 2026

სად ბინადრობენ შხამიანი გველები საქართველოში

სად ბინადრობენ შხამიანი გველები საქართველოში? - აღნიშნულ საკითხზე ოთარ ტატიშვილის საავტორო პოდკასტში „ოთარი ექიმო“, ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:„საქართველოში ყველგან ბინადრობენ გველები. ასე კონკრეტულ ადგილს ვერ გამოვყოფთ. ზღვის დონიდან 3 000 მეტრამდეც კი  გვხვდებიან. ასევე, გვხვდება შხამიანი გველების გავრცელების არეალები, განსაკუთრებით კი გიურზის, რომელიც ყველაზე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.გიურზა გველგესლაა, მაგრამ მასიური გველგესლა. დანარჩენი გველები ბინადრობენ ძირითადად ლოკალურ არეალებში. დიდი გავრცელების არეალები არ აქვთ, განსაკუთრებით მთის გველგესლებს, ისინი ბინადრობენ ისეთ არეალებში, სადაც ადამიანი ძირითადად მოგზაურობის დროს ხვდება ხოლმე. ეს არის ალპური ზონები, ნაშალი კლდეების ქვების ზონებში.მსხვილრქოსანი გველგესლა მთელი თრიალეთის გასწვრივ ბინადრობს. ასეთი მცირე გავრცელების არეალი აქვთ, მთელი კავკასიონის არეალზე.გიურზა უფრო ფართო მასშტაბებზე ცხოვრობს. დაწყებული ახმეტის მხრიდან, გამონაკლისია ლაგოდეხი, რადგან ნესტიანი მხარეა. ისევ გრძელდება მოდის, თბილისისკენ და შემდეგ სამშვილდის კანიონისკენ. თბილისში ხშირად გვხვდება, დაწყებული აეროპორტის მხრიდან, აფრიკა, ფონიჭალა, ორთაჭალა, შინდისი, ბოტანიკური ბაღი, რუსთავი, ბოლნისი მარნეული. სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოკლედ ყველგან არის გავრცელებული. ხშირად არის შემთხვევები, როცა დასახლებულ პუნქტებში ხვდებიან“, - ჰყვება შოთა ზანდუკელი.

ბოლო სიახლეები