კვირა, აპრილი 12, 2026

მითები ფეხმძიმობაზე

დაორსულება შეუძლებელია პირველი სექსუალური აქტის დროს
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, დაფეხმძიმება ნებისმიერი სექსუალური აქტის დროსაა შესაძლებელი.

ასე რომ პირველი სექსუალური აქტი სულაც არ არის გამონაკლისი.
და შესაძლებელია თუ სექსუალურ აქტს ფეხზე მდგომი ანხორციელებთ
სექსუალური აქტის დროს პოზას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

დაფეხმძიმების რისკი არსებობს ყოველთვის, თუ გამოყენებული არ იქნა ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები.
დაორსულება შეუძლებელია თუ იყენებთ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს
სხვისი ჩასახვისაწინააღმდეგო აბების მიღება არ არის იმის გარანტია, რომ არ დაფეხმძიმდებით.

ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სხვა ადამიანისთვის დანიშნული მედიკამენტების გამოყენება.
არ შეიძლება მენსტრუაციული ციკლის დროს დაორსულება
არანაირად არ არის გამორიცხული, რომ ქალი შეიძლება დაფეხმძიმდეს თვის ნებისმიერ დღეს.

თუმცა მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში დაფეხმძიმების შანსი ნაკლებია.
დაორსულება შეუძლებელია, თუ მამაკაცი ეკულაციამდე შეწყვეტს სექსუალურ აქტს
თესლის დანთხევა (თვითნთხევა) შეიძლება მოხდეს ეკულაციის დასრულებამდე, ასე რომ, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე, ყოველთვის არსებობს დაფეხმძიმების რისკი.

ეს შეიძლება მიოხდეს მაშინაც კი, როცა პარტნიორი ახერხებს სექსუალური კონტაქტის შეწყვეტას ეკულაციამდე.

ასე, რომ ნუ გექნებათ ეკულაციამდე შეწყვეტილი სექსუალური აქტის იმედი და თავი დაიცავით ჩვეულებრივად, ისე, როგორც ეს მიღებულია.

იხილეთ:
დაორსულება შეუძლებელია თუ გაიკეთებთ ერთდროულად ორ პრეზერვატივს

არ შეიძლება ერთდროულად ორი პრეზერვატივის გაკეთება, რადგან ერთთმანეთზე ხახუნის შედეგად შეიძლება ორივე გაიხეს.

ორი პრეზერვატივის ერთდროულად გამოყენება არ ნიშნავს ფეხმძიმობისგან ორმაგ თავდაცვას, პირიქით, ამ დროს იზრდება პრეზერვატივის დაზიანების, შესაბამისად კი დაფეხმძიმების რისკი.

მენსტრუაციის ციკლის შეკავება -ორსულობის უტყუარი სიმპტომია
სტრესი, მღელვარება და სხვა მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქალის მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზი.

ასე, რომ ციკლის დარღვევა (გადაცილება) სულაც არ ნიშნავს ფეხმძიმობას. ასეთ დროს ყველაზე სწორი გზა ფეხმძიმობის ტესტის ჩატარებაა.
აბორტის შემდეგ შემდგომი ორსულობის შანსი ნაკლებია
არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ წარმატებულად ჩატარებულმა აბორტმა შეიძლება შეამციროს შემდგომი ფეხმძიმობის შანსი.

პირიქით, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გართულებები, ისეთი, როგორიცაა: – სისხლდენა, ინფექცია, ორგანოების დაზიანება, რაც შემდგომი შობადობის დროს პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუმცა ასეთი რისკის შანსი ნაკლებია, მითუმეტეს თუ აბორტი კეთდება ფეხმძიმობის ადრეულ პერიოდში.
შეუძლებელია დაორსულება მშობიარობის (ბავშვის დაბადების შემდეგ), სანამ არ განახლდება მენსტრუაციული ციკლი
ქალი, რომელმაც სულ ახლახან იმშობიარა, თავისუფლად შეიძლება დაფეხმძიმდეს მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ აქვს განახლებული მენსტრუაციული ციკლი და ბავშვს ძუძუთი კვებავს.

ასე რომ თუ თავიდან გინდათ აიცილოთ ამ პერიოდში დაფეხმძიმება, უნდა მიმართოთ დაცვის ისეთ საშუალებებს, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში იყენებდით
მენოპაუზის პერიოდის მოახლოებასთან ერთად მცირდება შობადობის შესაძლებლობა
ქალები, რომელთაც უახლოვდებათ მენოპაუზის პერიოდი, თავისუფლად შეიძლება დაფეხმძიმდნენ, მაშინაც კი, თუ მათი მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული, ან იშვიათი გახდა.

ასე, რომ არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია გამოყენებული იქნას აუცილებელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ბოლო ციკლის საბოლოო დასრულებამდე.

ამ გზით თავიდან აიცილებთ ყოველგვარ შემთხვევითობას და აბსოლიტურად იქნებით დაზღვეული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები