საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, 5-6 მარტს საქართველოს ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და დაბრუნების პოლიტიკის დეპარტამენტის, დაბრუნების პოლიტიკის შტაბის უფროსის ქრისტიან კლოსის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მიზანია ქართულ მხარესთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ მიგრაციული ნაკადების მხრივ არსებული ვითარების განხილვას და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მექანიზმების ერთობლივად შემუშავება.
შეხვედრები გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.