მიგრაციის საკითხებს გერმანიის შსს-ს წარმომადგენლები საქართველოში განიხილავენ

Read Time:24 Second

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, 5-6 მარტს საქართველოს ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და დაბრუნების პოლიტიკის დეპარტამენტის, დაბრუნების პოლიტიკის შტაბის უფროსის ქრისტიან კლოსის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანია ქართულ მხარესთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ მიგრაციული ნაკადების მხრივ არსებული ვითარების განხილვას და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მექანიზმების ერთობლივად შემუშავება.

შეხვედრები გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თალაკვაძე მუხტარლიზე: გამოძიება რომ ვერ დასრულდა, ქართველი ძალოვნების ბრალი არ არის
Next post BBC წერს- ვიდეოთამაშები ახალგზარდების ცნობიერებას ამახინჯებს