“მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული” – ზურაბ აბაშიძე

Read Time:31 Second

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა.

„პირველი დღიდანვე ვიყავით ჩართულები. ჩვენი პრინციპი ასეთი იყო – ნებისმირი ფორმატი, საშუალება, კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ, რათა სასწრაფოდ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩემს კოლეგასთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი, ვიდრე პრაღაში შედგებოდა შეხვედრა, პრაღაშიც პირველი თემა ეს იყო. გახსოვთ ალბათ იქაც გაკეთდა კომენტარი, რომ ისინი ამაზე იმსჯელებენ და უახლოეს დღეებში ელოდებიან მის გათავისუფლებას. ყველა უწყებაა ჩართული. მთავარია, შედეგი დადგეს, დაიხუროს ეს საკითხი, გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი და ამის შემდგომ ვისაუბროთ, რა და როგორ მოხდა. მთელი ჩვენი საგარეო რესურსია ამაში ჩართული და ხედავთ, რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს ამ საკითხს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა აბაშიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე-ეს ხალხი და მისი თანაგუნდელები აპროტესტებენ ოკუპაციას, მის შედეგებს, ოკუპაციის მსხვერპლთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო განცხადებებს
Next post ცოტნე ზურაბიანი -მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა