მთავრობის სტრატკომი: ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

Read Time:22 Second

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, – ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს ამ ტელეკომპანიამ გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის- ზაზა თოდუას ოჯახის წევრები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლო კოპალიანი ნაცმოძრაობას-თქვენ გაჩხერილი გაქვთ ყელში, ერთი კაცის გვარი,რადგან წარსულად გაგციათ, დიახ, წარსულად და ვერსადროს ვერ მოინელებთ
Next post თეთრი სახლი: ბაიდენმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთს გადამწყვეტად უპასუხებს