მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას – რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“კატეგორიის მიწების გარდა ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც. ასევე, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიჯარეებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე), – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, ყველა მოიჯარეს თანაბარ პირობებში აყენებს.
„ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ, დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. პროგრამის ეფექტიანობისა და მისდამი ინტერესის ზრდაზე ორიენტირებული ეს ცვლილება დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება; ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...
LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. ამ...