მზიურის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Read Time:22 Second

განახლებულ მზიურის პარკში დამსვენებელს ხელოვნური ტბა, ახალი ხემცენარეები, ახალი ელექტრო მომარაგებისა და განათების ლამპიონები, ასევე საფეხმავლო ბეტონის ბილიკები დახვდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარკურისა და სკეიტპარკის მოედნების მშენებლობა. ასევე, ბუჩქოვანი მცენარეების დარგვა, ბავშვთა გასართობი მოედნების რეაბილიტაცია, საბაღე სკამების დამონტაჟება, მოაჯირების მოწყობის სამუშაოები.

მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტში დაგეგმილია ყოფილი საბაგიროს ტერიტორიაზე მედიათეკის მოწყობა, რომლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. ასევე, საინფორმაციო ნიშნების დაყენება და ბალახის დათესვის სამუშაოები.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
Next post ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე