შაბათი, თებერვალი 28, 2026

მეცნიერებმა დიაბეტის კიდევ ხუტი ტიპი აღმოაჩინეს

დიაბეტს შესახლოა არსებული ორის გარდა, კიდევ ხუთი სახეობა ჰქონდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი და ფინელი მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა დიაბეტთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავებაში დაეხმარებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიაბეტს სისხლში გლუკოზის დონის ბალანსის დარღვევა იწვეს. არსებობს ორი სახის დიაბეტი: ტიპი 1 და ტიპი 2, თუმცა შვედი და ფინელი მეცნიერები მესამე სახის დიაბეტის არსებობაზეც მიუთითებენ, რომელიც არც თუ ისე მარტივი სამკურნალოა.

მეცნიერებმა დიაბეტით დაავადებული 14 775 ადამიანის ორგანიზმი შეისწავლეს და მათი სისხლის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. კვლევის რეზულტატებმა სპეციალისტებს მისცეს იმის ფიქრის საბაბი, რომ დაავადება კიდევ ხუთ სხვადასხვა ტიპს მოიცავს.

I ჯგუფი – მძიმე აუტოიმუნური დიაბეტი. არსებითად შეესაბამება დიაბეტის პირველ ტიპს. მეცნიერების აზრით, ეს დაავადება იწყება ახალგაზრდობაში, ის ცუდ მეტაბოლურ პროცესებს უკავშირდება, რაც ინსულინის წარმოების დარღვევით არის განპირობებული.

II ჯგუფი – ინსულინის მძიმე დეფიციტი. დიაბეტის ეს ტიპიც არსებული, ცნობილი პირველი ჯგუფის დაავადებას ჰგავს. ესეც ახალგაზრდობაში იწყება. პაციენტებში აღინიშნება ინსულინის გამომუშავების დაბალი დონე, თუმცა ამ შემთხვევაში წონის მატება არ იწყება. მეცნიერების თქმით, ამ ტიპის დიაბეტის დროს იმუნური სისტემა არაფერ შუაშია.

III ჯგუფი – მწვავე ინსულინის რეზისტენტული დიაბეტი, რომელიც ხასიათდება სიმსუქნისა და მძიმე ინსულინის რეზისტენტობით.

IV ჯგუფი – სიმსუქნის გამომწვევი დიაბეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში პაცინეტების უმრავლესობაში მეტაბოლიზმი უფრო დაბალანსებულია, ვიდრე დიაბეტის მესამე ჯგუფით დაავადებულთა შემთხვევაში.

V ჯგუფი – მსუბუქი ასაკობრივი დიაბეტი, რომლითაც უფრო ასაკოვანი ადამიანები არიან დაავადებულნი. მათი სიმპტომები შედარებით მსუბუქ ფორმებში გამოიხატება.

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეთერმეტე ადამიანი მსოფლიოში დიაბეტით არის დაავადებული. დიაბეტს შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი, ინფარქტი, თირკლმის ფუნქციის მოშლა, სიბრმავე და ფეხის ამპუტაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა მოიგო

ინგლისის ქალაქ დერბიში ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა გამართა. მან მექსიკელი ბენიტო სანჩესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა 2025 წლის მარტში ჩაატარა, სადაც ბერნარდ აბი, ხოლო ივლისში მეორე მეტოქე ჯეიმს ფრენსისი დაამარცხა.ქართველი მოკრივეს ანგარიშზე სამიდან სამი გამარჯვებაა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები დაგმეს.სამივე ქვეყანა ირანის მთავრობას ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებისკენ, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებისგან თავის შეკავებისკენ, ირანელების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისა და გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოუწოდებს.ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციაში მონაწილეობა არც საფრანგეთს, არც გერმანიას და არც გაერთიანებულ სამეფოს არ მიუღია.„საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო განუწყვეტლივ მოუწოდებენ ირანის რეჟიმს, შეწყვიტოს ირანის ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, თავი შეიკავოს რეგიონში და ჩვენს სამშობლოებში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებისგან, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობა და რეპრესიები. ამ დარტყმებში მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ მჭიდრო კონტაქტში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და პარტნიორებთან რეგიონში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ, ირანის თავდასხმებს რეგიონის ქვეყნებზე. ირანმა განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან თავი უნდა შეიკავოს. ირანის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების განახლებისკენ, გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოვუწოდებთ. საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

„სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანში 201 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანში 201 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად 747 ადამიანი დაშავდა.აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის 24 პროვინციაში განხორციელდა.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი და სულიერი ლიდერი „უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან.“

საქართველოს საგარეო უწყება – ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციის მისაღწევად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.საგარეო უწყების განცხადებით, რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, ასევე მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის...

აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საღი აზრი არ გაიმარჯვებს და დიპლომატიას შანსი არ მიეცემა, რეგიონი ცეცხლის რკალში შესვლის რისკის ქვეშ დადგება.ერდოღანის განცხადებით, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად, ისლამურმა სამყარომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.„სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან მხარეებს შორის ნდობის კრიზისი ვერ დაიძლია და ისრაელის მხრიდან პროცესის საბოტაჟის მცდელობები გაგრძელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის ქვეყნებზე.

ბოლო სიახლეები