მეუფე შიო: 9 აპრილი იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება
დღეს განსაკუთრებული დღეა ყოველი ჩვენგანისთვის. ის დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დიდ მწუხარებასთან, ვინაიდან 9 აპრილს ამ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ, მეორე მხრივ, დაკავშირებულია დიდ სიხარულთანაც, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება. – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირი) 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
“სიხარული უკავშირდება ასევე იმას, რომ ამ დღიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თქვენ გახსოვთ, მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მართალია, ჩვენ იურიდიულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ნამდვილი გათავისუფლება ჯერ შორს არის. ამას სჭირდება დიდი შრომა, დარაზმულობა, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა.
მართლაც ასე მოხდა. ამ მოვლენების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დღეს ვფიქრობთ, იმ ძნელბედობის ჟამს გვქონდა კი ჩვენ ეს თვისებები – დარაზმულობა, ურთიერთგატანა და ურთიერთსიყვარული?! პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვისებების ნაკლებობით ჩვენ ძალიან ვცოდავდით, რის გამოც ვიწვნიეთ ბევრი მწუხარება და განსაცდელი.
დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი.
ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა.
ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!” – განაცხადა მეუფე შიომ.9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...