მეუფე შიო – ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელებისა

Read Time:1 Minute, 20 Second

„მართლმადიდებლები და არამხოლოდ, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ უბედურებისა – ხომ არ შევცოდეთ ჩვენ“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

„საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე.

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მან რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.„უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა.

მაგრამ გახსოვთ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რა გვითხრა წინა კვირას ქადაგებაში – ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენ თუ დავრჩებით ხორციელი, მატერიალური შეფასების შრეში, მაშინ ეს ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარია ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ.

ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი. თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ და რამდენი გვითქვამს, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, დავარქვათ ამას მწარე წამალი. რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს ცოდვა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. იგივე ეხება ოჯახს და ერს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს
Next post ვახო სანაია: იმით ვერ გავზომავ შეკითხვას, ვის გასიამოვნებთ და ვის არა