შაბათი, აპრილი 18, 2026

მეუფე შიო: თუ გინდა იყო სულიერად დიდად წარმატებული, უნდა იყო მონა ყველასი

თუ გინდა საშუალო წარმატება გქონდეს, უნდა იყო ყველას მსახური, ხოლო თუ გინდა იყო დიდად წარმატებული, უნდა იყო მონა ყველასი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სიონის ტაძარში მეუფე შიომ სახარებიდან იქადაგა, თუ რას ასწავლიდა იესო ქრისტე თავის მოციქულებს წარმატებისა და ძალაუფლების შესახებ. მან ასევე ბრძანა, რომ თუკი ადამიანს სიყვარული არ აქვს, ის ვერავის მსახური ვერ იქნება, მით უფრო მთელი ერის.

„ჩვენს შორის, ქრისტიანებს შორის ძალიან გავრცელებულია და ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ჩვენ ბავშვებს ვზრდით, რომ იყვნენ წარმატებული, იყვნენ ლიდერები, ჰქონდეთ ხელმწიფება, პირველობა და სხვები ემსახურებოდნენ მას. ამაზე უფალი ამბობს, რომ ასეთი ნუ იქნები! როგორც სახარება ამბობს, ის წარმატება, რომელიც სოფელსა ამას ესმის, სინამდვილეში არის წარუმატებლობა, ხოლო წარმატება არის პირიქით. უფალი ამბობს, რომ საშუალო წარმატება არის, იყო ყველას მსახური. ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, ის უნდა იყოს მონა. ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასეთი?! ჩვენ გვინდა, რომ კერპს, რომელიც საკუთარი თავისგან გვაქვს შექმნილი, ველოლიავოთ, გავწმინდოთ და შევინახოთ“, – თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას.

პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი გასული წლის 23 ნოემბერს დაასახელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე ლუკაშენკო – მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან

მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა.ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლელი ლიდერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ცდილობენ მოკლე დროში მაქსიმალური პირადი სარგებელი მიიღონ.„თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები - ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც „მედროვეა“.„ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

„აქსიოსი“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა

ისრაელმა თეთრ სახლს სთხოვა განმარტება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა, – ამის შესახებ „აქსიოსს“ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის განცხადებით „შოკირებული, გაოგნებული და შეშფოთებული იყო“.როგორც „აქსიოსი“ წერს, ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ტრამპის განცხადება მედიით შეიტყვეს და შოკირებული იყვნენ, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.ცნობისთვის, 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, – დაწერა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

„სქაი ნიუსი“ – სულ მცირე, ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო.პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტეში გავლის იმედი ჰქონდა, უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაწყო მოძრაობა.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

ლანა გალდავა – ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად ვიქნებით ოპტიმიზმით, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უთანასწორო გარემო.„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. ძალიან კარგია, თუ შეცვალა პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორმა, ეს დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, არჩევნებამდე აქციებით უნდა მივიდნენ, ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ლელო“ იქნება ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზია.„პირველ რიგში, ეს გახლავთ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია, ეს იყოს ბრძოლა, არ იყოს ბოიკოტი და ჩვენ ვიყოთ აქტიურები მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ვართ აქტიურები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მუდმივად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ვამბობთ, რომ პოლიტიკა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკოსები იყვნენ ხალხის სამსახურში. ამიტომ, ბოიკოტის ნაცვლად, მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ აქტიურ ბრძოლაში. ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ხალხის აქტიურობას საარჩევნო დღეს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი, რადგან გაყალბების ალბათობა ძალიან მცირეა“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები