მეუფე შიომ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა

Read Time:1 Minute, 3 Second

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა. ამის შესახებ 1tv წერს.

მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუტევებელი წყენა გულში ხიჭვივითაა, რომელიც სულს აზიანებს.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირას ეწოდება მიტევების კვირა, ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და წინა დღეს კვირას იკითხება სახარება, რომელიც იწყება უფალი იესო ქრისტეს სწავლებით მიტევების შესახებ და ამიტომაც ამ კვირა დღეს ეწოდება მიტევების კვირა. მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა. უფალი ბრძანებს დღევანდელ სახარებაში, მიუტევეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, უკეთ თუ მიუტევებთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევინ თქვენც მამამან ზეცისამან შეცოდებანი თქვენნი. ხოლო თუ არ მიუტევებთ კაცთა მათ შეცოდებებს არცა მამამან ზეცათამან შეგინდოთ თქვენ შეცოდებანი თქვენი. თითქოს ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თუ აპატიებ ადამიანებს, შენც გაპატიებს ღმერთი, თუ არ აპატიებ არც შენ არ გაპატიებს ღმერთი შენს შეცოდებებს. აქ ისმის კითხვა, უფალს რაში სჭირდება ეს? რატომ გვეუბნება, რომ შენ უნდა აპატიო სხვა ადამიანს? საქმე ისაა, რომ როცა ჩვენ გულში გვაქვს წყენა, ეს არის როგორც ხიჭვი, ეკალი შეგერჭობა და ხიჭვი რომ ჩაგრჩება სხეულში, ის თუ არ მოიშორე, სხეულს აზიანებს ის. ასევე არის სულიერი თვალსაზრისთაც. მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულ და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამაყობს ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით
Next post გურჯაანში 26 წლის მუშა მშენებლობიდან გადავარდა და გარდაიცვალა