ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

მეუფე შიომ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა. ამის შესახებ 1tv წერს.

მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუტევებელი წყენა გულში ხიჭვივითაა, რომელიც სულს აზიანებს.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირას ეწოდება მიტევების კვირა, ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და წინა დღეს კვირას იკითხება სახარება, რომელიც იწყება უფალი იესო ქრისტეს სწავლებით მიტევების შესახებ და ამიტომაც ამ კვირა დღეს ეწოდება მიტევების კვირა. მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა. უფალი ბრძანებს დღევანდელ სახარებაში, მიუტევეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, უკეთ თუ მიუტევებთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევინ თქვენც მამამან ზეცისამან შეცოდებანი თქვენნი. ხოლო თუ არ მიუტევებთ კაცთა მათ შეცოდებებს არცა მამამან ზეცათამან შეგინდოთ თქვენ შეცოდებანი თქვენი. თითქოს ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თუ აპატიებ ადამიანებს, შენც გაპატიებს ღმერთი, თუ არ აპატიებ არც შენ არ გაპატიებს ღმერთი შენს შეცოდებებს. აქ ისმის კითხვა, უფალს რაში სჭირდება ეს? რატომ გვეუბნება, რომ შენ უნდა აპატიო სხვა ადამიანს? საქმე ისაა, რომ როცა ჩვენ გულში გვაქვს წყენა, ეს არის როგორც ხიჭვი, ეკალი შეგერჭობა და ხიჭვი რომ ჩაგრჩება სხეულში, ის თუ არ მოიშორე, სხეულს აზიანებს ის. ასევე არის სულიერი თვალსაზრისთაც. მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულ და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელი ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებს, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები, მათ შორის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დატოვონ

ისრაელი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის მოსახლეობას აფრთხილებს, ქალაქის სამხრეთ გარეუბნები, მათ შორის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დატოვონ.ამასთან, ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ ქალაქის სამხრეთ გარეუბნების მოსახლეობას მოუწოდა დაუყოვნებლივ აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გადაადგილდნენ. მისი თქმით, ისრაელი აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვას გეგმავს.„გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, დაუყოვნებლივ დატოვეთ თქვენი სახლები“, – დაწერა ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ, X-ზე და აღნიშნა, რომ სამხრეთისკენ ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს.ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროც ცნობით, ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-ს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, იერიშების დაწყების შემდეგ სხეულის სხვადასხვა დაზიანება სულ მცირე 638 ადამიანმა მიიღო.

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფრომაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.„ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – დადგინდა, რომ 4 დრონი ნახიჩევანის მიმართულებით ირანის მიერ იქნა გაშვებული – ველით, რომ შეწყვეტენ უარყოფას და ბოდიშს მოიხდიან

ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი დრონი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა.უწყება აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცება, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსლიმური და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და უარყოფს აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დღეს განხორციელებულ თავდასხმებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად."ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.ასევე, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ესაუბრა.აბას არაღჩიმ ბაირამოვს განუცხადა, რომ ირანულმა მხარემ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

გიგა ფარულავა – არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკურ ურთიერთობას გადატვირთავს, ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიგა ფარულავას შეფასებით, ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, აშშ-თან ურთიერთობები გადატვირთოს.მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი არ აქვს.„მასონებთან უკვე დაალაგეს ურთიერთობა? ნაკლებად გვაქვს იმედი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკის გადატვირთვას შეძლონ. მძიმე ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, არსებული პოლიტიკა გამოასწოროს და გადატვირთოს. ჩვენს ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არ გვაქვს დადებითი მოლოდინი, რომ ისინი, განსაკუთრებით ამ შემადგენლობით, ტრამპის ადმინისტრაციასთან სტრატეგიულ პოლიტიკურ მდგომარეობას გადატვირთავენ. მართლა გგონიათ, რომ ამ შეხვედრებით საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თავად არ წავიდოდა? ჩვენ ქვეყანას გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას არა მხოლოდ შტატებთან, არამედ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არ გვაქვს. დღეს ამ პოლიტიკურ გუნდს არ შესწევს უნარი, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაზიანებული პოლიტიკური ვითარება გადატვირთოს. ჯერ არც აქვთ კომპეტენცია, შემდეგ ბოლო წლების განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან რაც იკადრეს, დღეს ნამდვილად არ აქვთ პოლიტიკური შესაძლებლობა და უნარები, ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური ურთიერთობა გადატვირთონ. ნამდვილად გვსურს, შტატებსა და ჩვენს ქვეყანას შორის იყოს ნორმალური, ღირსეული ურთიერთობა, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის წინ გვქონდა, მაგრამ დღეს ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ. ალბათ, მიხეილ ყაველაშვილი დღემდე ელოდება წერილს ტრამპის ადმინისტრაციისგან. ღიმილის მომგვრელია, შეხვედრებზე ვისაუბროთ – ხან დერეფანში მისდევენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელის ჩამოსართმევად, ხან წერილს ელოდებიან, ხან ზარს და შედეგი მაინც არაფერია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

თინა ხიდაშელი – ვაკვირდები ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს, მაქვს შიში, რომ შესაძლოა, ჩემი ქვეყანა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, კონფლიქტის შემდეგ ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს...

ეს კონფლიქტი როდესაც დამთავრდება, და ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.ჟურნალისტმა ხიდაშელს ჰკითხა „ტვ პირველის“ ეთერში მისავე განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თინა ხიდაშელმა განაცხადა: „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „არაფერია გამორიცხული“.„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტენ, ამას, შეიძლება, მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, ნამდვილად ვფიქრობ ასე. ტროტუარზე მდგომებს ასამართლებენ ჩემს ქვეყანაში 2026 წელს, ამიტომ არაფერია გამორიცხული და წარმოუდგენელი მათი მხრიდან. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ, საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ჩემმა განცხადებამ ბევრის ნერვულ სისტემას დააბიჯა და იქნებ დაინტერესდნენ, სინამდვილეში რა ხდება. პრობლემა გვაქვს იმ წარმონაქმნთან, რომელიც, ფაქტობრივად, ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და რომელიც ამზადებდა მთელი ამ წლების განმავლობაში „ირანის გუშაგთა კორპუსის“ ერთგულ კადრებს. დაკავებული იყო რეკრუტირებით, როგორც ეს წერია აშშ-ის მიერ გამოცემული სანქციების დოკუმენტში. მე ვეყრდნობი ამ დოკუმენტს, ვციტირებ ამ დოკუმენტს. იმის გამო, რომ ძალიან კარგად ვადევნებ თვალს და ყურადღებით ვაკვირდები ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს, მაქვს შიში, რომ შესაძლოა, ჩემს ქვეყანას დაემუქროს ამის გამო საფრთხე და პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ეს კონფლიქტი როდესაც დამთავრდება, და ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ბოლო სიახლეები