მეუფე იოანე: ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა

Read Time:38 Second

ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა, – ამის შესახებ ქუთაისელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს მაშინ ყველაფერი აღიაროს.

„სააკაშვილის რეაქცია მე არ მაკვირვებს. მისი საოცარი უნარი, არაადეკვატურად გაშუქება მოვლენებისა, მსოფლიოში ცნობილია. მე ვიტყოდი, რომ თავდასხმა ხდება ერის ცნობიერებასა და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯერებენ ბატონ მიხეილის ვერსიებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა. 7 ნოემბერი იქნება ეს, 26 მაისი, ცხინვალის ტრაგედია თუ სხვა. თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს მაშინ ეს ყველაფერი აღიაროს. თუ ეს თავდასხმაა, მაშინ თავი დაიცვას და ამ ფაქტებზე პასუხი გასცეს. რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: თემურ ალასანიას აქ ჩამოსვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა ის კრიზისი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაშია
Next post სალომე სამადაშვილი: ახალი არ არის, რომ საქართველოს ეკლესიაში რუსეთი გავლენის მოპოვებას ცდილობს