მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა – მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება

Read Time:53 Second

გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა – მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„ვიღაცები, სხვა ქვეყანაში რომ ცხოვრობენ, თუნდაც თანამდებობებზე არიან და ჭკუას გვასწავლიან ვითომ. ჭკუა მათ უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ის, რასაც აკეთებენ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი… შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ… გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა – მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა – მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია… ხომ სხვანაირად შევხედავდით? როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა – უკრაინელია… ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან სალუქვაძე კასიანოვის განცხადებაზე: სანამ აქედან წაღებული ტექნიკა რუსეთმა არ გამოფინა მოსკოვში, მანამდე უკრაინა მოყიდვასაც კი უარყოფდა. ჩვენ ეს ტექნიკა ვიყიდეთ
Next post ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ფარული ჩანაწერები დაგმო