მერის დავალებით-თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

Read Time:19 Second

„თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

თბილისის პრესსამსახურის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

„ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა
Next post მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა