მერია 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის ტერიტორიაზე ჯიხურს გადასცემს

Read Time:45 Second

თბილისის მერია 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული – ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. მოზარდს ახალი მზიურის ტერიტორიაზე ჯიხურს დღეს 14:00 საათზე გადასცემენ.

გიგი ანთაძის მხარდაჭერის შესახებ კახი კალაძემ რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა. მან თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა ანთაძის საკითხი შეისწავლოს და თუ საჭიროა, ფინანსურადაც დაეხმარონ.

“15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიი ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს. მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა ბავშვს, რომელმაც თავისი ბიზნესი შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდება, მეც ჩავერთვები და ფინანსური დამხმარებისთვისაც მზად ვიყოთ, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის ამ მიმართულებით”, – განაცხდა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში წირვას ატარებს
Next post ირაკლი კობახიძე იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს