მერია და „სითი პარკი“ მომდევნო 1 თვის ღონისძიებებზე შეთანხმდნენ

Read Time:43 Second

თბილისის მერიისა და კომპანია “სითი პარკის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. აუდიენციისას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებები განიხილეს.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი და მხარეებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ერთობლივი ღონისძიებების გატარება მოუწევთ. ვიცემერი აცხადებს, რომ ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა რთულად დასაჯერებელია.

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია “სითი პარკმა” განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.

ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ  სითი პარკის საქმეს საქართველოსა და ისრაელში არასასიამოვნო ეფექტი ექნება.

ამ განცხადებას კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.

კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე შეთანხმდა.
Next post გია ვოლსკი – არც უმრავლესობის არგუმენტები შეცვლილა, არც – ნინია კაკაბაძე, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ