ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას და მის შესახებ გავრცელებული ჩანაწერის კომენტირებისას, TV პირველის ეთერში განაცხადა.
ეს არის ძალიან პერსონალური გადაწყვეტილება, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, შენ არ შეიძლება ადამიანი მა გადაწყვეტილების პროცესში წაახალისო. გააკეთა ადამიანმა ის, რაც გააკეთა. გადაწყვეტილება მიიღო და მე მას საჯაროდ მხარი დავუჭირე. ახლა რა მნიშვნელობა აქვს წარსულში ქექვას, დღეს თანამებრძოლი არის ტყვედ აყვანილი და მისი გათავისუფლებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ემოციურადაც, ჭკუითაც, რიცხოვნობითაც და ა.შ