მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთს პროვოკაციების შეწყვეტისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს

Read Time:31 Second

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთს პროვოკაციების შეწყვეტისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“ წერს.

„განვიხილე ჩემს ძმასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთის პროვოკაციები აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე. სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე“, – წერს ჩავუშოღლუ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ჯეროვნად შესრულდეს – თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, სამუშაო ჯგუფში უნდა წარმოადგინოს, ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც სტანდარტებთან თანხვედრაში არ იქნება
Next post ნინო წილოსანი: 700 მილიონს სცდება ბიუჯეტში დამატებული თანხები და აქედან აგრარული მიმართულებით 150 მილიონის დამატებაზეა საუბარი