ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

მარტოობა ჯანმრთელობისთვის საშიშია?

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს მარტოობას. ის შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს საზოგადოებისთვისაც, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, სადაც მარტოობასთან ბრძოლის სამინისტრო შექმნეს. მარტოობა – სერიოზული თემაა, მისგან ბევრი პრობლემა ჩნდება, თუმცა იმავდროულად, მას ახლავს უამრავი მითი.

მარტოობა – საზოგადოებისაგან იზოლაციაა

სიმარტოვე – არ ნიშნავს მარტო ცხოვრებას. ეს არის სამყაროსთან გაუცხოება, განცდა, რომ გარშემომყოფთაგან შენი არავის ესმის; როდესაც ადამიანებთან რეალური, შენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გაქვს. იზოლაცია ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ადამიანი შეიძლება მარტოსულად გრძნობდეს თავს ხალხმრავალ გარემოში და პირიქით, შეიძლება იყოს მარტო და აბსოლუტურად ბედნიერი. მაგალითად, BBC-მ ადამიანების დასვენების შესახებ კვლევა ჩაატარა და გაირკვა, რომ დასვენების 5 ყველაზე პოპულარული ფორმა დაკავშირებული იყო მარტოობასთან, არა განცდის, არამედ ფიზიკურად მარტო ყოფნის თვალსაზრისით.

მსოფლიოში მარტოობის ეპიდემიაა

ცხადია, მარტოობას დღეს ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტოსული ადამიანების რაოდენობა წინა წლებთან ან ათწლეულებთან შედარებით გაიზარდა. ბრუნელის უნივერსიტეტის კვლევების მონაცემებმა, რომლებიც 1948 წლიდან ტარდება, გამოავლინა, რომ მოხუცი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქრონიკულ მარტოობას განიცდიან, ბოლო 70 წლის განმავლობაში არ შეცვლილა (გამოკითხულთა 6%-დან 13%-მდე აღიარებდა, რომ მარტოსულად გრძნობდნენ თავს ყოველთვის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში). ის, რომ მარტოსული ადამიანების რაოდენობა ზოგადად გაზრდილია, ამის მიზეზი უბრალოდ პლანეტის მოსახლეობის მუდმივი ზრდაა.

მარტოობა – ყოველთვის ცუდია

ადამიანები თავს მარტოსულად ხშირად გრძნობენ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა ძირითადად, დროებითია და ყოველთვის ნეგატიური არ არის. ეს განცდა ადამიანს უბიძგებს ახალი მეობრების გაჩენისა და არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ მარტოსულობის განცდა ადამიანებმა ათასწლეულების განმავლობაში გამოიმუშავეს. ის თვითგადარჩენისთვის აუცილებელია და ხელს უწყობს ურთიერთობების ძიებას, შენარჩუნებას და სხვების მიმართ თანაგრძნობას.

მაგრამ პრობლემაა, როდესაც მარტოობის განცდა დროებითი მდგომარეობიდან ქრონიკულში გადადის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. ის აისახება ადამიანების კეთილდღეობის განცდაზე, ხასიათის ცვლილებაზე, იწვევს უძილობას. კვლევები მოწმობს, რომ თუ ადამიანი სიმარტოვეს გრძნობს, იზრდება რისკი იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ შეიძლება დეპრესიით დაავადდეს.

მარტოობა ჯანმრთელობისთვის მავნეა

ეს თემა ბევრად სერიოზულია. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, მარტოობა შეიძლება დამღუპველად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე: თითქმის სამჯერ იზრდება გულის დაავადებების და ინსულტების რიკსი, მარტოსულებს სისხლის წნევა უფრო მაღალი აქვთ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა – დაბალი. მაგრამ ბევრი ასეთი კვლევა ჩატარებულია დროის მოკლე მონაკვეთზე და იმის დადასტურებულად თქმა, რომ მარტოობას და ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას შორის გარდაუვალი კავშირია, შეუძლებელია. საზოგადოებისგან განცალკევებულ ადამიანებს, სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აწუხებთ, მაგრამ არსებობს საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც ავადმყოფობა ხელს უწყობს ადამიანის იზოლაციას საზოგადოებისგან და არ აძლევს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას; შეიძლება მარტოსულობა ადამიანს უბიძგებდეს ასევე უარი თქვას ჯანმრთელი ცხოვრების წესზე.

მოხუცების უმრავლესობა მარტოობას განიცდის

მოხუცები არ არის ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია, რომელშიც მარტოობის განცდა ხშირია. არსებობს ამ მდგომარეობის სხვა ასაკობრივი პიკიც – მოზარდობის პერიოდი. იმავდროულად, კვლევები მოწმობს, რომ მოხუცების 50%-60% ძალიან იშვიათად გრძნობს თავს მარტოსულად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ხვალ იხსნება. საქართველოს ნაკრები თამაშებზე 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - 6 მოციგურავე და 2 მოთხილამურე.პირველები ასპარეზში მოციგურავეები ჩაერთვებიან. ხვალ მილანში ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამას მოცეკვავეები, ქალები და წყვილები შეასრულებენ. ტურნირი თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება კი საღამოს, მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

მოლაპარაკება თუ იძულება – ისტორიული პარალელებით რატომ ეწინააღმდეგება ზოგიერთი სახელმწიფო მოლაპარაკებას? არსებობს კი რეალური ალტერნატივა დიალოგისთვის? -ირანის ელჩი ირანი აშშ-ის ურთიერთობებზე

,,როცა დრო საბოლოო მსაჯულია: ირანისა და ამერიკის მოლაპარაკებათა საკითხის ანალიზიბოლო წლებში, გლობალური მოვლენები და რეგიონული კრიზისები კვლავაც აქცევს „მოლაპარაკებას“ და „დიპლომატიას“ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიებში ერთ-ერთ მთავარ თემად. საუბრებისას, რომლებიც მიმდინარეობს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ ელიტასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან სხვადასხვა ქვეყნებში, ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე იბადება: რატომ ეწინააღმდეგება ზოგიერთი სახელმწიფო მოლაპარაკებას? არსებობს კი რეალური ალტერნატივა დიალოგისთვის? ამ კითხვებზე პასუხი, თუ გავცდებით დღევანდელ პოლიტიკას, ბევრად უფრო შორსაა საძიებელი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე ურთიერთობებში – ის საძიებელი იქნება ისტორიულ გამოცდილებაში. დიპლომატიის ისტორია გვიჩვენებს, რომ მთავარი საკითხი ხშირად არა „მოლაპარაკების პრინციპი“, არამედ „მოლაპარაკების მეთოდია“. როცა დიალოგი გარდაიქმნება ერთპიროვნული ნების თავზე მოხვევის საშუალებად, თუნდაც ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს, ჩვეულებრივ არ ქმნის მდგრად ლეგიტიმურობას და არც მხარეებს შორის ნამდვილ ნდობას. 1812 წელს, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი ცდილობდა რუსეთი პოლიტიკურად საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა. რუსეთმა, ნაცვლად თავს მოხვეული პირობების მიღებისა, აირჩია წინააღმდეგობის სტრატეგია, რომელმაც სერიოზული დანახარჯები მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ ნაპოლეონის არმიის მარცხით და მისი იმპერიის დასასრულის დასაწყისით დასრულდა. კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს ვერსალის ხელშეკრულება (1919), რომელიც I მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად დაიდო, მაგრამ ამ ხელშეკრულების ხასიათისა და გერმანიაზე განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის გამო, ვერ დამყარდა მდგრადი მშვიდობა. პირიქით, ამან მოამზადა საფუძველი შემდგომი არასტაბილურობისა და ექსტრემიზმისთვის. ვიეტნამის ომმა აჩვენა, რომ თუნდაც ბირთვული იარაღის მქონე გლობალური სუპერ-სახელმწიფო, თუ მორალურ და კულტურულ რეალობას უგულებელყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეძლებს საკუთარი ნების განმტკიცებას. 1975 წელს საიგონის დაცემა გახდა სიმბოლო თავს მოხვეული ძალის შეზღუდვისა ეროვნული წინააღმდეგობის მიერ. 2020 წლის ავღანეთის გამოცდილებით იგივე გაკვეთილი აშშ-სა და ნატოსთვის კიდევ ერთხელ განმეორდა. ქართველი ხალხისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები ქვეყნის ისტორიიდან ჩანს. დავით IV შიდა რეფორმებითა და წინააღმდეგობით შეძლო 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში სელჯუკების განადგურება და დასაბამი დაუდო საქართველოს ოქროს ხანას. კიდევ ერთი მაგალითია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც დაიდო ისეთ პირობებში, როცა ქართლ-კახეთის სამეფო სუსტ პოზიციაში იყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხის ისტორიაში წარუშლელად დარჩა ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობის იდეის შენარჩუნება. 2025 წლის ზაფხულში, სამხედრო მოქმედებებისას ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე გამოიყენეს. ირანმა 12-დღიანი წინააღმდეგობის სტრატეგიით შეძლო მოულოდნელობის ეფექტის გაქარწყლება, ინიციატივის შენარჩუნება და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თავს მოახვია აგრესორ ძალებს. ამ გამოცდილების მნიშვნელობა არ ეხება მხოლოდ სამხედრო ასპექტს, არამედ პოლიტიკურ გზავნილს: წინააღმდეგობას შეუძლია იძულების გზა რეალურ მოლაპარაკებათა გზად აქციოს. ისტორია უცვლელად არ მეორდება, თუმცა მისი გაკვეთილების უგულებელყოფა დიდ ძალებს კიდევ ერთხელ აყენებს შეცდომების გამეორების შესაძლებლობის წინაშე. მსოფლიოში, სადაც კვლავ ვაწყდებით გლობალურ კრიზისებს, დიპლომატიის უმთავრესი რესურსს შესაძლოა არა სამხედრო ძალა, არამედ ისტორიული მეხსიერება და ხალხთა გამოცდილების ღრმად გააზრება წარმოადგენდეს-''–ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

დავით სონღულაშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.საუბარი ასევე შეეხო მინისტრის იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებს და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს.დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს  ქვეყანაში აგროსექტორის განვითარებას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან დავით მექვაბიშვილი,  სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და მალტის სუვერენული ორდენის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი – ევროპელები პირად საუბრებში ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან, ბევრ დათმობაზე წავიდნენ, საჯაროდ კი თავს გვესხმიან, ეს ყველაფერი სიყალბეა

ევროპელები პირად ურთიერთობებში ძალიან მეგობრულები არიან, საჯაროდ კი თავს გვესხმიან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ევროპელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბევრ დათმობაზე წავლენ, საჯაროდ კი სხვანაირად საუბრობენ.„ევროპელები პირად საუბრებში ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან, ბევრ დათმობაზე წავიდნენ, შემდეგ კი საჯაროდ გვესხმიან თავს და ამბობენ: „ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკელებთან მუშაობას. ჩვენ ამერიკელებთან არაფერს ვაპირებთ“. მაპატიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბეა. იდეა, თითქოს მზად არიან, ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დათმობებზე წავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ქვემო ქართლში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.ინდმეწარმე  გ. ბ. (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ  (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს ,,Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი).  ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით.აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.

ბოლო სიახლეები