ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს კარგი დღე იყო მშვიდობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობისა და საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანის სტუმართმოყვარეობის წყალობით, ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენას. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, – წერს მარკო რუბიო.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.