მარინა ენდელაძე – ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები, გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში

Read Time:41 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღესთან შედარებით თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ არა მასშტაბურად.

თუმცა, ენდელაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი, რათა თბილისში აჭარის მსგავსი სცენარი არ გამეორდეს.

„წინა დღესთან შედარებით მაინც და მაინც გაზრდილი არ არის, მხოლოდ 65-ია. ძალიან გვჭირდება გაფრთხილება და რეგულაციების დაცვა, გავუფრთხილდეთ ამჯერად თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში. განგაშს აზრი არ აქვს, გაფრთხილებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. თბილისშიც რომ არ იყოს სერიოზული მატება, საჭიროა რეგულაციების დაცვა, რომელიც ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქნებ, გადავრჩეთ და გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ დავიცვათ რეგულაციები და იგივე არ გამეორდეს თბილისში, რაც აჭარაში. აჭარში ალბათ თანდათან მოხდება ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 კი თბილისს უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 554 ადამიანს დაუდასტურდა, 252 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა