მარინა ენდელაძე: კორონავირუსი მსუბუქად იწყება და შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ

Read Time:46 Second

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს არ ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა ჰქონდა მსუბუქი სიმპტომატიკა – ხველა. ყელის ზომიერი ტკივილი, ზოგადი ადინამია- ეს არის კორონავირუსი, რომელიც მაინც და მაინც მწვავედ არ იწყება და ნელ-ნელა შეპარვით ვითარდება- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მარინა ენდელეაძის თქმით, ვირუსი ჩვეულებრივი რესპირაციული სიმპტომებით იწყება.

„შეიძლება იყოს ხველა, დაბალი სუფებრილიტეტი, ყელის ტკივილი, ზოგადი ადინამია. მართლა მსუბუქად იწყება და შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ დინამიკაში ეს სიმპტომატიკა იცვლება. პნევმონიაც კი ვისაც აქვს და არ იყო მძიმე შემთხვევა, იქაც სიმპტომატიკა მნიშვნელოვნად არ გამოვლენილა, რენტგენოლოგიურადაც კი ვერ ნახავ ამ პნევმონიას, მას აუცილებლად კომპიუტერული ტომოგრაფია სჭირდება“- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტების უმრავლესობა სტაბილურ მდგომარეობაშია, არ ველოდებით განსაკუთრებულ გართულებებს. გვყავს რამდენიმე ახალი პაციენტიც და არც მათი მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ ახალ პაციენტებზე პროგნოზის გაკეთება წინასწარ არ შეიძლება. რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს, იქაც არ ვიშურებთ ძალ-ღონეს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს“-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი.-კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანის სისხლი შესაძლოა დაავადებულ ადამიანს გამოადგეს
Next post რუანდაში კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა